კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, პარლამენტის წევრმა, გიორგი ბენაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ელიზა დარჩიაშვილს (ჯიმითის საჯარო სკოლა), ნინო სამადაშვილს ( ბაკურციხის საჯარო სკოლა), ვალიდა კანაშვილს (შაშიანის საჯარო სკოლა), მაია ჯოხაძეს ( გურჯაანის #2 საჯარო სკოლა) და ეკატერინე ლეგაშვილს ( ველისციხის საჯარო სკოლა) გაწეული ღვაწლისთვის, შრომისთვის და პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, საჯარო სკოლების პედაგოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.