საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.