Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანსა და საგარეჯოში რაგბის მოედნების მშენებლობა იწყება

გურჯაანსა და საგარეჯოში რაგბის მოედნების მშენებლობა იწყება

გურჯაანსა და საგარეჯოში რაგბის მოედნების მშენებლობა იწყება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობასა და პროექტირებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს.

სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.

ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის განავითარების, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.