Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „გურჯაანის ახალგაზრდული ფორუმი 2025“ გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „გურჯაანის ახალგაზრდული ფორუმი 2025“ გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „გურჯაანის ახალგაზრდული ფორუმი 2025“ გაიმართა.

ფორუმს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის მთავარი თემა იყო „ინსპირაცია და მოტივაცია – როგორ შევინარჩუნოთ ენერგია ცვლილებებისთვის“, რომლის შესახებაც ახალგაზრდებმა პრეზენტაციები წარადგინეს. ჟიურიმ ფორუმის სამი საუკეთესო სპიკერი გამოავლინა, ესენი არიან – გიორგი ჯანიკაშვილი, ⁠ანანო ძველიშვილი და ⁠ბარბარე ზღაპარაძე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულებს ბათუმში სასტუმროს ვაუჩერები გადასცა.

პროექტში 15-დან 25 წლამდე ასაკის 120 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ფორუმის მიზანია ახალგაზრდების საზოგადოებრივ, კულტურულ და სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა, მათში ინსპირაციის, თვითგამოხატვისა და ლიდერობის შესაძლებლობების განვითარება.