Home ბლოგი თავისუფლებისა და მოსავლის ფასი-ამბავი თამაზზე 

თავისუფლებისა და მოსავლის ფასი-ამბავი თამაზზე 

თამაზი მარტიაშვილი ახალგაზრდა კახელი აქტივისტია, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთო არა კარიერისთვის, არამედ პრინციპებისთვის. ის თვლის, რომ ქვეყანაში მცოცავი ავტორიტარიზმისა და რუსული გავლენის პირობებში მორალური ვალდებულება აქვს, იდგეს იქ, სადაც სხვები შიშით ვერ დგანან. ჩვენ თამაზს ვესაუბრეთ მის ცხოვრებაზე, არჩევანზე,  ზეწოლებზე, ცემასა და მუქარებზე, რაც მიიღო მხოლოდ იმისთვის, რომ არ გაჩუმდა.

– თამაზ, გთხოვ, მოგვიყვე შენი გზის დასაწყისზე.

დავიბადე თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ ვარდისუბნში. ოჯახი მყავს შრომისმოყვარე და პატიოსანი. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ეკონომიკას. იქაც აქტიური ვიყავი – სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და სპორტული აქტივობების ორგანიზატორი. ჩემთან ერთად ბევრი ახალგაზრდა ხედავდა, როგორ ეფლობოდა ქვეყანა პრორუსულ ჭაობში.

– როდის დაიწყო შენი პოლიტიკური აქტივიზმი?

ყველაფერი შეიცვალა 2019 წლის 20 ივნისს. გავრილოვის ღამეს , ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში რომ დავინახე, რაღაც ჩამწყდა გულში.  მაშინ ჩავედი თბილისში – როგორც უამრავი სხვა ახალგაზრდაც და რა თქმა უნდა  მშვიდობიანი მომიტინგეები რუსულმა რეჟიმმა დაგვარბია. სწორედ მაშინ მივხვდი – ბრძოლა დაწყებულია.

– რატომ გაწევრიანდი „ნაციონალურ მოძრაობაში“?

2021 წლის თებერვალში ნიკა მელიას დაპატიმრებამ გადამაწყვეტინა – არ მეყო მხოლოდ პროტესტი, უნდა შევერთებოდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებას სერიოზულად უპირისპირდება. პარტიაში კი პირველივე დღიდან აქტიურად ჩავერთე – საარჩევნო კამპანიებში, მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებში. ხალხი გვხვდებოდა ოვაციებით, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

– არჩევნების წინ რა ვითარება დაგხვდათ სოფელში?

ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა სულ უფრო მძაფრდებოდა. ჩემმა მშობლებმა მთხოვეს – „ნუ გააღიზიანებ მათ“. მაგრამ როცა შენს სახლამდე მოდის მმართველი პარტიის კანდიდატი და მეუბნება, რომ ტყვიას ვეჯახება – ამ დროს უკვე გესმის, რომ დუმილი აღარ არის გამოსავალი. ეს კანდიდატი ზურაბ მოსახლიშვილია, რომელიც დღეს დეპუტატია და განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩევა 

– პირადად თუ შეგხვდა ფიზიკური ძალადობა?

არა ერთხელ. 2021 წლის სექტემბერში ქუჩაში მცემეს  ამოვიცანი – ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილობრივი მმართველი პარტიის კანდიდატის მოსახლიშილის  ბიძაშვილი იყო. ცხვირი მქონდა გატეხილი. მაგრამ პოლიციამ მირჩია „არ დამეწერა“, ვითომდაც მეტი შარში არ გავეხვიე.

მერე ისევ მცემეს – ამჯერად 2022 წლის ივლისში, ევროპული მომავლის მოთხოვნით გამართული აქციების შემდეგ. მკაფიოდ მითხრეს: „ენას ამოგაგლიჯავთ, თუ ახალგაზრდებს კიდევ გაუბნევ გონებას“. თავში დამარტყეს, გონება დავკარგე. საავადმყოფოში აღმოვჩნდი. პოლიციამ ეს ერთხელ  მაინც ჩაიწერა ჩემი შვენება, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა.

– მმართველი პარტიის მხრიდან ძალადობის გარდა ფულის შეთავაზებაც ყოფილა.. როგორც ვიცით,  როგორ განვითარდა ეს სცენა?

ზურაბ მოსახლიშვილი, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი კანდიდატი, პირდაპირ მოვიდა ჩემთან სახლში, მამაჩემის თანდასწრებით. 5000 ლარი მაგიდაზე დადო და მითხრა – „თუ ენმ-ს დაანებებ თავს, კიდევ ერთს მოგცემ“. როცა უარი ვუთხარი, გაიცინა და თქვა – „შემეხვეწებითო“.

– რა მოხდა 2023 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს?

ავტობუსით მივყავდი ახალგაზრდებს თბილისში, პროტესტზე. გზაში მძღოლს დაურეკეს – თუ გააგრძელებდა გზას, მის ოჯახს დაიჭერდნენ. ავტობუსი უკან დააბრუნეს. მერე მოსახლიშვილის ფიცრის საამქროსთან მივედი, ვითომ საუბარი მინდოდა – ფიცარის ნაჭრები დამარტყეს, უმოწყალოდ მცემეს. პოლიციაში რომ მივედი, მითხრეს – „შენ გინდა  დააბრალო ოცნებას რომ მოძალადეაო ?  “.  იქით გამლანძღეს დამცინეს და გამომაგდეს

– დღეს როგორ ფიქრობ – ღირდა ეს ყველაფერი?

ეს ბრძოლა არის ჩემი და ჩემი თაობის არჩევანი – ან გავიზრდებით შიშში, ან დავიბრუნებთ იმ მომავალს, რომელიც გვეკუთვნის. 

სამი დღის წინ „საღამო იყო, სტუმრებისთვის სუფრა გვქონდა გაშლილი,  ვენახიდან დაღლილები ვიყავით მოსულები, როგორც ჩვენს კუთხეშია მიღებული. როცა სტუმრები გავაცილეთ, მე ქუჩაში ვიდექი, მანქანა გაჩერდა. საჭესთან სოფლის აწ უკვე დეპუტატი მოსახლიშვილი იჯდა. გადმომძახა: ‘მამაშენს უთხარი, მოსავლის ნახევარს მე გამომიგზავნის, თორემ შენზე დასჯის მექანიზმები ამუშავდება’,“ — ჰყვება თამაზი. და ცოტახნით ჩუმდება 

-ეს არის მშვიდ გარემოში წარმოთქმული მუქარა, რომელიც ბოროტი სისტემის სუნს ატარებს, არასასურველი პოლიტიკური არჩევანის გამო ზეწოლის კლასიკური მაგალითია. თამაზი ამბობს, რომ ვერაფერი უპასუხა. „გავბრაზდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. მეორე დღეს მამაჩემს ვუთხარი ყველაფერი — ისიც გაბრაზდა. მე კი თავი შერცხვენილად და უსუსურად ვიგრძენი.“

თამაზმა გადაწყვიტა, დუმილისთვის ზურგი ეჩვენებინა. და მან ჩვენ მოგვცა ეს ინტერვიუ.