დღის ამბები

„აკრძალული ქალაქი“- ქალაქი-მოჩვენება ბერლინთან ახლოს, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის – რატომ დაცარიელდა ვუნსდორფი, სადაც 30 წლის წინ 60 000 ადამიანი ცხოვრობდა

„აკრძალული ქალაქი“- ქალაქი-მოჩვენება ბერლინთან ახლოს, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის - რატომ დაცარიელდა ვუნსდორფი, სადაც 30 წლის წინ 60 000 ადამიანი ცხოვრობდა

ბერლინიდან არც ისე შორს, 40 კილომეტრის დაშორებით, პატარა ქალაქი ვუნსდორფი მდებარეობს, რომელიც გერმანიის სხვა მოვლილი და კეთილმოწყობილი ქალაქებისგან საკმაოდ განსხვავდება.

ქალაქში ახლა, დაახლოებით, 6 000 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, დაახლოებით, 30 წლის წინ აქ 60 000 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 50 000 საბჭოთა ჯარის მსახური იყო. ისინი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.

საბჭოთა შეიარაღებული ძალების ყოფილი შტაბ-ბინა იმდენად დიდი იყო, რომ მას პატარა „მოსკოვს“ ეძახდნენ. ყოველდღე იქიდან მატარებლები დადიოდნენ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. სამხედრო ქალაქში იყო სკოლები, მაღაზიები, საავადმყოფოები და დასასვენებელი ადგილები.

ვუნსდორფი საბჭოთა სამხედრო ბანაკი გახდა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დაცემის შემდეგ, მაგრამ ამ ადგილის სამხედრო ისტორია ჯერ კიდევ 70 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად აქ იყო საწვრთნელი მინდორი რუსი ჯარისთვის, შემდეგ კი, სამხედრო ბარაკები გაჩნდა. როდესაც რკინიგზა ააგეს, ეს სტრატეგიულად საჭირო ადგილი გახდა.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, 1914 წელს 25 ჰექტარის სიდიდის პოლიგონი ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა იყო. 1935 წელს ვუნსდორფი ვერმახტის – ნაცისტური გერმანიის გაერთიანებული ძალების შტაბ-ბინა გახდა. ჰიტლერის მმართველობის დროს ის ყველაზე ძლიერი სამხედრო ციხესიმაგრე იყო.

აქ ააგეს ყველაზე ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა სახელად „ცეპელინი“, 3,2 მეტრის სისქის კედლებით, ასევე რამდენიმე ბუნკერი, რომელიც შენიღბული იყო, როგორც სოფლის სახლი.

ნაცისტების უკან დახევის შემდეგ საბჭოთა ჯარმა ვუნსდორფი დაიკავა და ეს ადგილი სსრკ-ს პლაცდარმი გახდა შუაგულ გერმანიაში. ადგილობრივები გაასახლეს. მათთვის ვუნსდორფი გახდა Die Verbotene Stadt – „აკრძალული ქალაქი“.

როდესაც 1989 წელს ბერლინის კედელი დაეცა და გერმანიის გაერთიანდა, შემდეგ კი, საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბჭოთა ჯარმა ქალაქი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. მათ იქ დატოვეს პატრონის 93 300 კომპლექტი, 47 000 საარტილერიო სისტემა, 29,3 ტონა ამუნიცია და ნაგავი, მათ შორის ქიმიკატები, გადამუშავებული ნავთობპროდუქტები, ძველი საღებავი, საბურავები.

დარჩა ელექტროტექნიკით სავსე მაღაზიები. ოჯახები ისე ჩქარა ტოვებდნენ სახლებს, რომ ვერ მიჰქონდათ ბევრი რამ. სახლებში ტოვებდნენ ტექნიკას, შინაურ ცხოველებს. მათი მუმიფიცირებული ჩონჩხები დღემდე იქაა. ახლა მიტოვებული სამხედრო ქალაქი გახრწნას აგრძელებს და მხოლოდ ძალიან იშვიათად ჩადიან იქ ფოტოგრაფები, ვისაც ნანგრევების გადაღება უყვარს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close