დღის ამბები

“მსოფლიოს უდიდესი სარკე”- ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი

"მსოფლიოს უდიდესი სარკე"- ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილი

სა­ლარ დე უი­უ­ნი – სამ­ხრეთ ამე­რი­კის მა­რი­ლის ტბე­ბი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. თეთ­რი, მბზი­ნა­ვი მა­რი­ლის უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე ბო­ლი­ვი­ა­ში, ალ­ტიპ­ლა­ნოს 10 582 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი და მისი და­ნახ­ვა კოს­მო­სი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­რი­ლის ფე­ნე­ბი მოქ­ცე­უ­ლია და­ნა­ლექ სა­ბა­დო­ებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ტბის ცენ­ტრში 10 მეტრ სიღ­რმე­ზე აღ­წევს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, აქ და­ახ­ლო­ე­ბით 10 მი­ლი­არ­დი ტონა მა­რი­ლია, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რი მა­რი­ლის სა­ფა­რის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ლი­თი­უ­მია, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მა­რა­გის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს წარ­მო­ად­გენს. ამ მსუ­ბუ­ქი ლი­თო­ნის მო­პო­ვე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პე­ბის, სმარ­ტფო­ნე­ბის და ელექტრო მან­ქა­ნე­ბის ენერ­გია.

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი კუ­თხე სავ­სეა ცო­ცხა­ლი ფე­რა­დი ტბე­ბით, ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გე­ი­ზე­რე­ბით, გი­ჟუ­რი კლდის წარ­მო­ნაქ­მნე­ბი­თა და ქი­ნო­ას მწარ­მო­ე­ბე­ლი სოფ­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ტუ­რის­ტე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი სიმ­რავ­ლი­სა, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხე­ლუხ­ლე­ბელ და ბუ­ნებ­რივ პე­ი­ზა­ჟად რჩე­ბა.

წყლის თხე­ლი ფენა, რო­მე­ლიც ფა­რავს მა­რილს, მას “მსოფ­ლი­ოს უდი­დეს სარ­კედ” გარ­დაქ­მნის, რო­მე­ლიც ცას ირეკ­ლავს. სა­ო­ცა­რი ანა­რეკ­ლის ხილ­ვა წე­ლი­წა­დის გარ­კვე­ულ თვე­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, კერ­ძოდ კი დე­კემ­ბრი­დან აპ­რი­ლამ­დე შუ­ა­ლედ­ში, რო­დე­საც ნა­ლე­ქი მა­ტუ­ლობს.

აქა­უ­რო­ბის ლან­დშაფ­ტი ბრტყე­ლია, რაც გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჰო­რი­ზონ­ტის ეფექტს ქმნის და ეს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ყვე­ლა­ზე არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და სა­უ­ცხოო ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ სამ­ყა­როს ეს ნა­წი­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის ნამ­დვილ სა­მო­თხედ მი­იჩ­ნე­ვა.

ის­ტო­რია

და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 წლის წინ, უზარ­მა­ზა­რი სა­ლარ დე უი­უ­ნი მინ­ჩი­ნის ტბამ მო­იც­ვა. მიმ­დე­ბა­რე მთე­ბი­დან აქ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი მოგ­როვ­და, რად­გან ალ­ტიპ­ლა­ნო­ში არ იყო სად­რე­ნა­ჟე­ე­ბი. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბამ და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ წყლის ეტა­პობ­რი­ვი აორ­თქლე­ბა გა­მო­იწ­ვია. რო­დე­საც წყა­ლი სრუ­ლად აორ­თქლდა, მა­რი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღალ­მა დო­ნემ მა­რი­ლის სქე­ლი ქერ­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­მო­იწ­ვია, სწო­რედ ამ სა­ხით მო­ვი­და ის ჩვე­ნამ­დე. სი­ცხე­ში წყა­ლი მა­რი­ლის ქერ­ქის ქვეშ აგ­რძე­ლებს აორ­თქლე­ბას და ტო­ვებს მეტ მა­რილს ზე­და­პირ­ზე. აორ­თქლე­ბის სიჩ­ქა­რე ათ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ნა­ლექს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ლარ დე უი­უ­ნი მა­რი­ლის უსას­რუ­ლო წყა­როა.

ლე­გენ­და

თუ თქვენ ტბის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე მცხოვ­რებ კამ­პე­ზი­ნო­ებს (ეს­პა­ნუ­რად: “ფერ­მე­რე­ბი“) ჰკი­თხავთ, რო­გორ შე­იქ­მნა ეს სა­ოც­რე­ბა, ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბულ ახ­სნას გა­გი­ზი­ა­რე­ბენ.

ლე­გენ­და ამ­ბობს, რომ მა­რი­ლის ტბებ­თან მიმ­დე­ბა­რე მთე­ბი ოდეს­ღაც გი­გან­ტუ­რი ხალ­ხი იყო. მათ­გან მთის ქალღმერ­თი იანა პო­ლე­რა (უახ­ლო­ე­სი მწვერ­ვა­ლი) ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო რო­გორც ვულ­კან თუ­ნუ­პას­თან, ასე­ვე ქო­ს­ქოს­თან. რო­დე­საც იანა პო­ლე­რა და­ორ­სულ­და, ორი­ვე და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და მა­მო­ბის­თვის. დე­დამ ბავ­შვი მისი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის შორს გაგ­ზავ­ნა, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი მან­ძი­ლი კი თა­ვი­სი რძით დატ­ბო­რა, რათა ბავ­შვს გა­მოკ­ვე­ბა შეძ­ლე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, რძე გა­და­იქ­ცა მა­რი­ლად და სწო­რედ ასე მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე სას­წა­უ­ლებ­რივ­მა სა­ლარ დე უი­უ­ნიმ.

სა­ლარ დე უი­უ­ნის სარ­კის ეფექ­ტის ნახ­ვა ბევრ ტუ­რისტს სურს, თუმ­ცა უმე­ტეს­წი­ლად, მისი ნახ­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მარ­ტი­დან აპ­რი­ლამ­დე მო­ნაკ­ვეთ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. წვი­მე­ბის სე­ზონ­ზე ხში­რია მისი დატ­ბორ­ვაც.

ეს უჩ­ვე­უ­ლო და ულა­მა­ზე­სი ლან­დშაფ­ტი ზღვის დო­ნი­დან 3 656 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე, ან­დე­ბის მწვერ­ვალ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

მათ, ვი­საც გა­უ­მარ­თლა და ბუ­ნე­ბის ეს სა­ოც­რე­ბა სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა, გე­ტყვით, რამ­დე­ნად რთუ­ლია გად­მოს­ცე გან­ცდა და აღ­წე­რო, სად მთავ­რდე­ბა ცა და იწყე­ბა დე­და­მი­წა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close