საზოგადოება

პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის და ყიდულობს საქართველო

პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის და ყიდულობს საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების კვლევის თანახმად, 2021 წელს საქართველოში იმპორტირებულმა პირველადი მოხმარების საქონელმა 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მათ შორის, ფქვილი და ბურღულეული ყველაზე მსხვილ ჯგუფს წარმოადგენს, პირადი ჰიგიენის ნივთები კი მეორე ყველაზე მსხვილი ჯგუფია და ჯამურ იმპორტში მათი წილი 2021 წელს 15% იყო. იმპორტის მოცულობა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 392 აშშ დოლარია.

უმსხვილესი პირველადი მოხმარების საიმპორტო საქონლები 2021 წელს შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ფქვილი, ბურღულეული, თხილეული, მარცვლოვანი კულტურა და სანელებლები – 236 მლნ დოლარი;
  2. სხვადასხვა – 230 მლნ დოლარი;
  3. სუნამოები, პირადი ჰიგიენა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები – 212 მლნ დოლარი;
  4. ხორცპროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები – 178 მლნ დოლარი;
  5. ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები – 142 მლნ დოლარი;
  6. თამბაქო და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული – 125 მლნ დოლარი;
  7. ხილი და ბოსტნეული – 103 მლნ დოლარი;
  8. შოკოლადი, შაქარი, თაფლი, პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი – 89 მლნ დოლარი;
  9. რძე, რძის პროდუქტები და კვერცხი – 81 მლნ დოლარი:
  10. ყავა, ჩაი და კაკაო – 54 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, პირველადი მოხმარების საქონლის ექსპორტმა (სასმელებისა და თხილის ექსპორტის გარეშე) 2021 წელს 300 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა.

მსხვილ საექსპორტო ჯგუფებში პირველ ადგილზეა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი 41%-ით, თამბაქოსა და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული მეორე ადგილს იკავებს 18%-ით, თუმცა, ამ შემთხვევაში, ექსპორტი ძირითადად რეექსპორტია.

2021 წლის უმსხვილესი პირველადი მოხმარების საექსპორტო საქონლებია:

  1. ხილი და ბოსტნეული – 129.2 მლნ დოლარი;
  2. თამბაქო და თამბაქოს დასამზადებლად საჭირო ნედლეული – 56.4 მლნ დოლარი;
  3. ხორცპროდუქტები, თევზი და ზღვის პროდუქტები – 44.2 მლნ დოლარი;
  4. სუნამოები, პირადი ჰიგიენა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები – 32.4 მლნ დოლარი;
  5. სხვა – 32.1 მლნ დოლარი;
  6. ყავა, ჩაი, კაკაო – 11.8 მლნ დოლარი;
  7. რძე, რძის პროდუქტები და კვერცხი – 6.1 მლნ დოლარი;
  8. შოკოლადი, შაქარი, თაფლი, პურ-ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი – 4.4 მლნ დოლარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close