Home დღის ამბები საზოგადოება სოფელ აფენსა და გვიმრიანში პირუტყვს „თურქულის“ კლინიკური ნიშნები დაუფიქსირდა-დაწყებულია კვლევები

სოფელ აფენსა და გვიმრიანში პირუტყვს „თურქულის“ კლინიკური ნიშნები დაუფიქსირდა-დაწყებულია კვლევები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ფერმერებმა მსხვილფეხა საქონელს ფეხის ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა შეამჩნიეს, რაც ე.წ. „თურქულის“ კლინიკურ ნიშნებად მიიჩნიეს.

“მთავარი ამბები კახეთიდან” სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული შემთხვევა ან პირუტყვის დაცემა არ დაფიქსირებულა.

მოსახლეობას ურჩევენ: დაავადების საეჭვო ნიშნების მქონე ცხოველები იზოლაციაში მოაქციონ, ხოლო რძის მოხმარება დროებით შეაჩერონ.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს კონკრეტული დაავადების საწინააღმდეგოდ, ქვეყანაში ჩატარებული 1 მილიონზე მეტი ვაქცინაცია/რევაქცინაციიდან 471 286 კახეთის რეგიონში განხორციელდა.