საზოგადოება
პორტუგალიური მედია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს
პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემები Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სტატიებს უძღვნიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში...
იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს,...
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
" ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი, ამას გადამწყვეტი...
ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა ხანდაზმულ ამომრჩეველთან
ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე „კაბალმა“კალაპოტი და ნაპირსამაგრი გაბიონი დააზიანა.
უხვმა ნალექმა, სოფელ ჭიურში, რამოდენიმე მაცხოვრებლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთიც დატბორა.
არსებულ ვითარებას,...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მისი სიდიდე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება
25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება. ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ. ტარიფის მომატება თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებს...
24 დეკემბერი წმინდა მაიას ხსენების დღეა
წმინდა მაიაზე ძალიან მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი. ის სიცოცხლეში ცნობილი იყო მოწყალებით, ობოლთა და გაჭირვებულთა პატრონობით, ქველმოქმედებით. წმინდა მაია მოკლეს სამეფო კარიზე გადატრიალების დროს.
კახეთში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების გეგმის შესახებ შეხვედრა გაიმართა
კახეთში, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ საჯარო კონსულტაციაზე, 2024-2030...
ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც...





























