დღის ამბებითელავირეგიონი

წერილი კონსულს: „გულგულელი ახალგაზრდების ინიციტივა “

გულგულა თელავთან ახლოს მდებარე სოფელია, ადგილობრივები მას როგორც “თელავის გარეუბანს” ისე აღიქვამს – სოფელი საკმაოდ ახლოს მდებარეობს თელავთან – 6 კილომეტრის დაშორებით.

გულგულა შედარებით დიდი სოფელია, 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აქ 1,108 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა,  როგორც სხვაგან აქაც სახეზეა მოსახლეობის კლება

სოფელში არსებობს საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, კლუბი, ბიბლიოთეკა და ამბულატორია. თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტის სრული რეაბილიტაცია წლებია უკვე არარ მომხდარა. რაც ბევრ პრობლემას უფრო აასმაგებს.

დარეგისტრირდი და მხარი დაუჭირე პროექტს : https://telavi.decide.tools/proposals/8

მიუხედავად იმის, რომ სოფელი საკმაოდ ახლოსაა თელავთან, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის შედეგად, გადაადგილება პრობლემურია  მოსახლეობის ნაწილი კერძო ავტოტრანსპორტით ან ტაქსებით მგზავრობს. მგზავრობა კი, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

ადგილობრივები აფასებენ მუნიციპალიტეტის მცდელობას სოფლის მდგომაროების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბოლო წლებში ასეთი სამუშაოების რიცხვში დასახელდა სასმელიწყლის რეაბილიტაციის სამუშაოები, შიდაგზების რეაბილიტაცია, გარე განათება თუ სკვერის მოწყობა. თუმცა, როგორც ამბობენ გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა სოფელში ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდეს.

ახალგაზრდები  საუბრისას  განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებენ სოფელს. თავისი მომავალიც ამ სოფელტან აქვთ მეტ ნაკლებად დაკავშირებული. მაგრამ გულგულელი „ბავშვები“ არ ერიდებიან იმ პრობლემების ჩამოთვლასაც რაც მათ და მათ ოჯახებს აქვს.

სოფელში მწვავედ  დგას კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტების არსებობის საჭიროებები. სოფელს არ აქვს  სამუსიკო, საცეკვაო თუ სპორტულ წრეები, ან ახალგაზრდების განათლების ცენტრები. ეს, ერთი მხრივ, სავარაუდოდ აიხსნება სწორედ რომ სოფლის სიახლოვით თელავთან, თუმცა, როგორ აღვნიშნეთ, მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, ისინი ნაკლებად ხელმისაწვდომია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა საღამოს საათებში კერძო ავტოტრანსპორტით ისარგებლოს.

ახალგაზრდების უმრავლესობა სპორტულ წრეებზე თელავში დადის. იყო წინა წლებში მცდელობა რომ სოფელს თავისი სპორტული მოედანი და დარბაზი ჰქონოდა. მაგრამ ამ დრომდე ეს პრობლემა ვერ გადაწყდა. სკოლის და საშალო ასაკის მქონე გულგულელები საუბრისას ამბობენ რომ მათთვის მნიშვნელოვნად შეიცვლება ყოველდღიური დღის წესრიგი თუ სოფელს ექნება პატარა სპორტული დარბაზი სპორტული ინვერტარით მოწყობილი. დასაწყისისთვის ამის გაკეთება კულტურის სახლის ფოიეშიც შესაძლებელია. მომდევნო პერიოდი კი გვიჩვენებს გარე ტრენაჯორების გაჩენის აუცილებელ ან სასურევლ საჭიროებას.

რაც მთავარია ამ იდეას მხარდამჭერები ჰყავს როგორც ვაჟებში  ასევე გოგოებთანაც. ახალგაზრდები აღნიშნული ინიციატივის დაყენებას თებერვლის თვეში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გეგმავენ.

-ჩვენ უკვე გავგზავნეთ საფოსტო ყუთით წერილი სამოქალაქო ინიციატივის ელექტრონულ პლატფორმაზე  „ კოსული“ , ჩვენც დავრეგისტრირდით ვარეგისტრირებთ ამ პლატფორმაზე ჩვენს თანატოლებსაც და გვინდა რომ ეს საკითხი სამსჯელოც გახდეს და მუნიციპალიტეტმაც დააფინანსოს. ვნახოთ რა გამოვა ! მთავარია რომ ვისწავლოთ როგორ უნდა შევძლოთ ჩვენი სურვილების ასრულება- გვიყვება მარიამ ჯალანდარი

“ წერილი კონსულს!

გვინდა სოფელში გვქონდეს სპორტული დარბაზი, რომელიც არც ძალიან ძვირი დაუჯდება ბიუჯეტს და არც უხარისხო იქნება. ბევრი ვიფიქრეთ და მივხვიდთ, წყლის, გზის და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის გარდა არსებობს კიდევ ისეთი პატარა პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან გაგვხარებს. ამიტომ რამდენიმე იდეა ჩამოვაყალიბეთ პირველს ახლა რასაც ვითხოვთ არის სპორტული დარბაზის მოწყობა, გვექნება ტრენაჟორები ადგილზე ვივარჯიშებთ და აღარ დაგვჭირდება თელავში წასვლა და გზის ფულის დახარჯვა იმისთვის რომ იქ  საათით ვივარჯიშოთ. ამიტომ იმედი გვაქვს რომ ამ ინიციტივას მხარს სხვებიც დაუჭერენ და სოფელს სპორტული სავარჯიშო დარბაზი ექნება!  თქვენ კი დაგვეხმარებით ამ ინიციატივის ასრულებაში . პატივისცემით გულგულელი ბავშვები “

მასალა მომზადებულია: პროექტი “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ,  USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან  (EPRC)  თანამშრომლობით.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა დაგაძლიერებას,  არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.

პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.

დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორთა ჯგუფი და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს ოფიციალური პოზიცია ან თვალსაზრისი.”

შეგიძლია შენი ინიციატივა დაარეგისტრირო აქ, ან მხარი დაუჭრო სხვათა ინიციტივებს  : https://telavi.decide.tools/proposals/8

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close