ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ყვარელში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ქალაქ ყვარელში, ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაგეგმილია გზის 1500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 664 411 ლარს შეადგენს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და 2026 წელს დასრულდება.





















