გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველ მოადგილე კოტე ბერიძიშვილთან ერთად, მერიის სამსახურების უფროსებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე.





















