გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2025 წლის რთველი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის მოსავალი – 340 ათასი ტონა დაფიქსირდა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, წელს პირველად განისაზღვრა დიფერენცირებული ფასი ყურძნის ხარისხის მიხედვით. მომავალში კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება და მეტად მიექცევა ყურადღება ხარისხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ექნება შესაბამისი განცხადებები, რასაც მევენახეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ხარისხიანი მოსავალი პრინციპულად მნიშვნელოვანია.





















