Home რეგიონი შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. უწყების ინფორმაციით, „პროფესია პოლიციელი“ წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია.

კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას, ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.