დღის ამბები

Mirror Line – როგორი იქნება ტრილიონ დოლარიანი ტექნოლოგიური სასწაული, რომელსაც საუდის არაბეთში აშენებენ

Mirror Line - როგორი იქნება ტრილიონ დოლარიანი ტექნოლოგიური სასწაული, რომელსაც საუდის არაბეთში აშენებენ

მსოფლიო ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად იზრდება უამრავი მდიდარი ადამიანის ცხოვრების პირობები. ჭკვიანი მანქანებიდან ჭკვიან ქალაქებამდე, ყველა ნივთი შექმნილია კომფორტისა და სტილის გასაუმჯობესებლად – თუმცა, ამისთვის ფინანსური საშუალებაც უნდა გქონდეთ.

სწორედ ასეთი გრანდიოზული პროექტის Mirror Line- ის განხორციელება დაიწყო საუდის არაბეთმა, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონი დოლარია. Mirror Line-ს დუბაის ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ ხალიფას და ნამდვილი კონკურენტი იქნება. მსგავსი კომპლექსი მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს.

უდაბნოს კომპლექსის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც ნეომი – ნულოვანი ნახშირბადის მქონე ჭკვიანი ქალაქია. მისი მშენებლობა სინაის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით აკაბას ყურეში დაიწყება. ქალაქში კი ხუთი მილიონი ადამიანის განსახლება იქნება შესაძლებელი.

პროექტი მოიცავს ორ ამრეკლავ შუშის შენობა. ისინი ერთმანეთის პარალელურად 120 კილომეტრის მანძილზე, სხვადასხვა სახის რელიეფზე გაევლება. პროექტი მიზნად ისახავს ორი შენობის დაკავშირებას საფეხმავლო ბილიკებით და ჩქაროსნული მატარებლით, რომელიც სტრუქტურის ქვეშ იმოძრავებს.

სამსაფეხურიან ურბანულ საცხოვრებელში იარსებებს ურთიერთდაკავშირებული მდიდრულ უბნები და ყველა სახის ინფრასტრუქტურა, რაც დიდ ქალაქებს ესაჭიროება. ერთადერთი, რაც მკაცრად და მკაფიოდ არის თავიდანვე განსაზღვრული, არის ის, რომ ახალი ერის ქალაქში არ იქნება ავტომობილები.

სარკის ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ყველა საჭიროება ფეხით 10 წუთის სავალზე ექნებათ ხელმისაწვდომი. კონცეფცია ასევე მოიცავს ვერტიკალურ მეურნეობას, სადაც მოსავალი გაშენდება ვერტიკალურად დაწყობილ ფენებში. მას ასევე დაემატება ხელოვნური სათხილამურო კურორტი, იახტების ზონა და სპორტული სტადიონი. მეტროპოლიის შიგნით მცხოვრებ ადამიანებს კომფორტს რობოტები და A.I. შეუწმნის. შედარებისთვის, ის იქნება ისეთივე დიდი, როგორც აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატი.

ამ პროექტით საუდის არაბეთის სამეფოს სურს მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და დაეხმაროს ეკონომიკის სტაბილიზაციას. თუმცა, პროექტი გამოწვევების გარეშე არ შედგა. 2018 წელს ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, კომპანიამ და უცხოელმა ინვესტორმა სამეფოს და მისი გვირგვინის პრინც მუჰამედს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოიკოტი გამოუცხადა. საუბარია საუდის არაბეთის ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სავარაუდო მკვლელობაზე.

გარკვეული დროის შემდეგ, პრინც მუჰამედისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრამ სიტუაცია დაარეგულირა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ამბიციური Mirror Line -ის განხორციელება შესაძლებელი.

ინჟინრებმა განაცხადეს, რომ ასეთი მასიური პროექტის დასრულებას შეიძლება ხუთი ათწლეული დასჭირდეს, რადგან მათ ასევე მოუწევთ მრავალი გამოწვევის გადაჭრა, მათ შორის როგორ მართონ მილიონობით ფრინველის მიგრაცია Mirror Line-ის გადაკვეთის დერეფნებში. ზოგიერთმა ინჟინერმა თქვა, რომ სტრუქტურა თავად შეცვლიდა უდაბნოში მიწისქვეშა წყლების ნაკადის დინამიკას და შეზღუდავს ფრინველებისა და სხვა ხმელეთის ცხოველების ბუნებრივ მოძრაობას და მიგრაციას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close