ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მსოფლიო სიკეთის დღე აღინიშნა.
ღონისძიება მერიის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც 100-მდე ხანდაზმული მოქალაქე ესწრებოდა.
შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. სტუმრებმა ახალგაზრდებისთვის სიკეთის შესახებ ჩანაწერები გააკეთეს და „სიკეთის ხეზე“ ჩამოკიდეს.
მუნიციპალიტეტის მერმა ხანდაზმულებს სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.





















