ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.
დაშავებული 31 წლის ილია ისაევი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
ისაევმა სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
აფეთქება 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა. შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
იმ დროისათვის დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.







