ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული და დამტვრეულია ხეები, ხოლო 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.
განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ბოსტნეული კულტურა.
დაწყვეტილია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, ილია მზექალაშვილის ინფორმაციით, ის გუშინ და დღეს სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც გადაწყდება, რა მოცულობის თანხის გამოყოფა გახდება საჭირო დაზიანებული სახურავების აღსადგენად.
ნაკლების ჩვენება





















