Home რეგიონი თელავი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და დამტვრეულია ხეები.

სოფლის საჯარო სკოლის დამხმარე ნაგებობას ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა.

ადგილობრივების განცხადებით, პრობლემას ის ართულებს, რომ სანიაღვრე არხები დიდი ხნის განმავლობაში არ გაწმენდილა და წყლის ნაკადი, რომელიც ქუჩებზე გადმოდის, ეზოებსაც ტბორავს.

ადგილზე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საკრებულოს წევრის, გია ხოლუაშვილის ინფორმაციით, ლაფანყურში ძირითადი ზიანი ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. შესაბამისი სამსახურები განადგურებული ინფრასტრუქტურის აღრიცხვას ახორციელებენ, რის შემდეგაც მოსახლეობისათვის დახმარების საკითხი უნდა გადაწყდეს.