Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გურჯაანის სპორტული გაერთიანების ძიუდოისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გურჯაანის სპორტული გაერთიანების ძიუდოისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ძიუდოისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა იტალიის ქალაქ ტრევიზოში გამართულ კადეტ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გურჯაანის სპორტული გაერთიანების გუნდი, მთავარი მწვრთნელის გელა დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, ტრევიზოს საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო გუნდი გახდა.

ტურნირის ჩემპიონები და I ადგილის მფლობელები გახდნენ : ვანო მოსულიშვილი, გიორგი აბაშიძე, ნიკოლოზ ფოცხვერაშვილი, დათა ტორიაშვილი და არჩილ ბაღანაშვილი, II ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი ქაჩლიშვილმა, მათე ცერცვაძემ და ნიკოლოზ ბეროშვილმა, III ადგილი კი ნიკა არუთინაშვილმა დაიკავა.

მერმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს მიღწეული გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა