Home ბლოგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხუთი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხი 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა იყო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, ბიუჯეტის საერთო მოცულობა 40 მილიონ 651 ათას 300 ლარს შეადგენს.

პროექტში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები და მათი დაფინანსება:

ინფრასტრუქტურის განვითარება – 16 220 600 ლარი;

დასუფთავება და გარემოს დაცვა – 2 703 500 ლარი;

განათლება – 8 826 000 ლარი;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 4 186 000 ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 2 942 100 ლარი.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა 2026 წლის საწყის პროექტთან შედარებით 4 მილიონ 513 ათას 600 ლარით მეტია.

სხდომას ესწრებიან მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელები