Home ბლოგი თბილისში ვერაზე გოგებაშვილის ქუჩაზე ხელჩართულ ფიზიკურ დაპირსპირებას კაცი ემსხვერპლა

თბილისში ვერაზე გოგებაშვილის ქუჩაზე ხელჩართულ ფიზიკურ დაპირსპირებას კაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ხელჩართულ ფიზიკურ დაპირსპირებას კაცი ემსხვერპლა. ინციდენტი 24 ნოემბერს, ნაშუადღევს მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩხუბში მონაწილე „ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“. დგილიდან პირველადი ცნობებით: ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთი პირი ჩხუბისას ბორდიურზე თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა; დაპირისპირება მოჰყვა ავტომობილის გადაყენების მოთხოვნას და ჩხუბს სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.