Home ბლოგი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების რაოდენობა 729 ინდივიდს შეადგენს

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების რაოდენობა 729 ინდივიდს შეადგენს

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების რაოდენობა 729 ინდივიდს შეადგენს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგებით, სახეობის პოპულაცია გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ქურციკების აღრიცხვა სამუხის ველზე, პარალელური ტრანსექტების მეთოდით ჩატარდა. პროცესში 12 ავტომობილი მონაწილეობდა, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ პარალელურ მარშრუტებზე გადაადგილდებოდნენ.

ეკიპაჟები რაციებით ცვლიდნენ ინფორმაციას დაფიქსირებული ცხოველების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ, რაც განმეორებითი დათვლის თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა.

მონიტორინგში სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კუპატაძე.

2025 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 519 ქურციკი აღირიცხა. სააგენტოს ცნობით, გასული წლების მონაცემებიც სახეობის პოპულაციის ზრდის დადებით ტენდენციას აჩვენებს.

საქართველოში ქურციკის აღდგენისა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პროექტი 2013 წელს დაიწყო. მისი ფარგლებში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სამუხის ველზე, აზერბაიჯანიდან ქურციკები შემოიყვანეს და ბუნებაში გაუშვეს