ბლოგიერთი დღე

ლიკა ჩუბინაშვილი ერთი დღე -ასე დაიბადა  New life-ი

ლიკა ჩუბინაშვილი ერთი დღე -ასე დაიბადა  New life-ი

ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, 9 წლის ვიყავი როდესაც ცეკვისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა.

ყველა განწყობის დროს ვცდილობდი განმარტოებულიყავი და გამომეხატა ცეკვის ჟესტით ემოცია, ამიტომ ვერ გამოვყოფ ასაკს. რადგან 9 წლიდან რაც ცეკვის შესწავლა დავიწყე ჩემი ცხოვრების მთავარ აზრად იქცა…...

რაც შეეხება ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულ ნაწილს  new life – ის, მისი შექმნის იდია და სურვილი 17 წლის ასაკში გამიჩნდა…

ხშირად ვუყურებდი ვიდეო რგოლებს რომელიც აქტუალური გახდა ჰიპ-ჰოპის ცეკვების დროს  და შემდგომ ვცდილობდი მუსიკაზე დამოუკიდებლად შემექმნა ქორეოგრაფია. ცეკვა იმდენად იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ბავშვობიდან ვოცნებობდი საკუთარ სტუდიის შექმნას და წარმატებულ ჯგუფს.

დიდხანს არ მიფიქრია ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე რომ უნდა მებრძოლა სტუდიის შექმნისთვის, ასე დაიბადა  New life-ი ……

რაც შეეხება zumbaaerobica ჩემი ძმა სპორტსმენია და მის დარბაზში ხშირად მიწევდა ყოფნა. ძალიან  მაინტერესებდა ეს მიმდინარეობა. ერთ დღესაც ჩემ ძმამ შემომთავაზა იდეა რომ კახეთში არ არსებობდა მსგავსი რამ და ჯობდათელავში   ეს მიმდინარეობა შემომეტანა, რაც აქტუალური და სახალისო იქნებოდა ჩვენი ქალაქისთვის

მე მგონი გაამართლა და  ძალიან ბევრ თელაველს, ლამაზი პერიოდის გატარება მოუწია ჩვენს ფერად ვარჯიშებზე.

ასე ვუწოდებ ხოლმე რადგან მრავალფეროვნებით გვაქვს დატვირთული თვითონვე ვარჯიში …

მინდა ადამიანებს ვუთხრა: კარგ მოცეკვავეს, პირველი ჭირდება ცეკვისადმი უაზროდ, უზომოდ, დიდი სიყვარული. ცეკვა არის თქვენში თქვენი სულის ნაწილი!  ცეკვა არის სხვა განზომილება, სადაც ყველა ტკივილი და დარდი დაძლეულია..

ცეკვა თავის თავად  სიყვარულია, ამიტომ ეს სიყვარული საკუთარ სულში და სხეულში უნდა ეძებო, მას აუცილებლად იპოვნი … ისე როგორც ადამიაენბს მეგორბებს  მოფრთხილება სჭირდებათ ასევე უნდა ზრუნვა ცეკვას. სჭირდება თავდაუზოგავი შრომაც მაგრამ აქვს ყველაზე მთავარი საუკეთესო ბედნიერების შეგრძნება …

ყოველთვის არ ვიცი რა მინდა, მაქვს მომენტი როდესაც დაბრკოლება მხვდება,  ვფიქრობ რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა  მაგრამ გრძელდება ერთი დღე და ვხდები რომ ვცდები. ჩემს თავს ვეუბნები შენ   სიახლე უნდა შევქმნა.

 

ვიწყებ ისევ ბავშვობის ოცნებების შესრულებით ბრძოლას. ვიხსენებ როგორი  დიდი წვალებით დავაარსე New life -ი, ასევე zumbaaerobica…  ამის მერე საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას მოდუნების.

ვშრომობ რომ მეტი სიახლე შემოვიტანო და ჩემს საქმე განვითარება მივცე.  მეტად საინტერესო გავხადო ყველა დღე  ჩემი მოვარჯიშეების და სტუდიისთვის.

ზოგჯერ საზღვარგარეთ მივდივარ და  ცნობილ მოცეკვავეებთან განსაკუთერებულ დღეებს ვუქმნი ჩემს თავს.   ასევე ვხვეწავ ზუმბა აერობიკის, ვეცნობი ინსტრუქტორებთან ერთად ახალ პროგრამებს და სიახლეებით ჩამოვდივარ რომ მეტი სიახლე შევთავაზო ჩემთან მოსწავლეებს.

პანდემიამ შეგვიშალა ხელი თორემ  ასევე ხშირად ჩამომყავს სტუდიაში ცნობილი მოცეკვავეები რომ ჩემს მოცეკვავეებს მასტერკლასი ჩაუტარონ და განვითარდნენ.

New life -ში,  ვცილობთ აქტიურად ვიყოთ…….

ამ თემაზე სულ მეცინება, მაგრამ  მე ჩემს თავზე ვიტყვი რომ ვარ ზომიერად მკაცრი მაგრამ ყველაზე მაგარი მეგობარი, მრჩეველი და მესაიდუმლე. მგონია რომ  ჩემი მოსწავლეებიც ასე ფიქრობენ. რადგან  თუ მეგობრობა არ გაკავშირებს, სიმკაცრით ვერ შეაყვარებ შენს მოსწავლეს ცეკვას, პირიქით მე ასე მგონია უფრო აუცრუებ გულს…. ვურჩევ დამწყებ ქორეოგრაფებს იბრძოლეთ, იბრძოლეთ და კიდევ იბრძოლეთ საკუთარი ოცნებების მისაღწევად, თქვენ  აუცილებლად გაგიმართლებთ ..

რამდენჯერაც ტალახს გესვრიან, რამდენჯერაც იტყვით რომ დამთავრდა და არაფერს აზრი არ აქვს, ზუსტად იმ წამიდან უფრო მონდომებით შეუდგეთ იმ საქმის ბოლომდე მიყვანას, რასაც ქორეოგრაფთა სფეროში სახელის დამკვიდრება ჰქვია.

ჩვენ გვჭირდება ბევრი ქორეოგრაფი, როგორც ქართული ასევე თანამედროვე ცეკვების ასე რომ მოხარული ვიქნები თუ ბევრი შემოუერთდება ჩვენს სფეროს….

თავისუფალი დრო სამწუხაროდ არ მაქვს თუ დრო მრჩება ვცდილობ ჩემს შვილს დავუთმო, ან ჩემს მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ წავიდე, თუმცა ეს იშვიათი ფუფუნებაა რადგან ყოველდღე ვმუშაობ….

ასე მგონია,  ჩემი პროფესია, ხელოვნება ქმნის  შინაგან ბუნებას და ეს ვიზუალზეც აისახება.

დროის სიმცირიდან გამომდინარე ჩემთვის უმთავრესი არსია გამოვნახო დრო, რა დროც არ უნდა იყოს რომ საკუთარ გარეგნობაზე ვიზრუნო ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი, ასე რომ ვთქვათ ჩემ ცხოვრებას მიფერადებს…

ასე ვიტყვი ის ბავშვობის ოცნებები რაც ეტაპობრივად უფლის წყალობით მისრულდება … ყველა ის საქმე რასაც ახლა ვარ შეჭიდებული მინდა ყველაფერი გავამართლო და სამაგალითო პროფესიონალი ვიყო. განვითარდე და უფრო მეტი და მეტი ვისწავლო ყველა იმ საქმეში რაშიც ახლა ვარ ჩართული…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close