იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები აღმოაჩინეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2025 წელს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები ნახეს. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოჩენილი ნაგებობების შესწავლა მნიშვნელოვანია კომპლექსის ისტორიისა და განვითარების დასადგენად, 2026 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგიური კვლევა დააფინანსა.
გათხრების შედეგად გამოიკვეთა იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, ეს ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურა იყო და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა







