Home ბლოგი მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კახეთში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო...

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კახეთში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 45 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კახეთში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 45 ფაქტი გამოვლინდა.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერისა და თევზჭერის წესების დარღვევის 462 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 232 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის უფლებამოსილ უწყებებს გადაეგზავნა.

საანგარიშო პერიოდში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 460 კილოგრამს გადააჭარბა.

სამართალდარღვევევის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი იმერეთში გამოვლინდა. ყველაზე მცირე კი სამცხე-ჯავახეთში, სულ 10 ფაქტი.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დეპარტამენტის ცნობით, ბრაკონიერები ხშირად იყენებდნენ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, მათ შორის სახლართი ტიპის ბადეებსა და ელექტროიარაღს.