გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო სარწყავი არხებიდან უკანონო თევზსაჭერი მოწყობილობები, თევზმახეები ამოიღეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტმა 2026 წლის 10 თვეში ბრაკონიერობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაატარა.
ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 4 700 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 78-მდე თევზმახე, ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“ და „ოჩხი“.
უწყების ცნობით, თევზმახეებსა და ბადეებში გაბმული თევზი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, უწყების შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ.
მოქალაქეებს დარღვევების შესახებ შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153







