“- ნატა ვიბლიანს მხოლოდ ერთხელ, გუშინ ვესაუბრე. ჩემი მიზანი და ამოცანა ტარიელ კაკაბაძის მსგავსი „ცირკაჩი“ “თაღლითი” ადვოკატებისთვის საკუთარი ადგილის მიჩენა და საზოგადოებისთვის მათი საქმიანობის გაცნობაა.
ნატა ვიბლიანთან არანაირი ახლო კავშირი არ მაქვს და არც მომავალში ვაპირებ მასთან რაიმე სახის ახლო ურთიერთობას. (მითუფრო საქმიანს).
ტარიელ კაკაბაძესთან დაპირისპირებაში ჩემი სათქმელი ვთქვი და ეს ბრძოლა მოვიგე. “ტაროს ჩოჩორი დავდე ბეჭებზე.”
ახლა სხვა ადვოკატებზე გადავდივარ, რომელთა საქმიანობაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. ჩემი პატარა ჟურნალისტური გამოძიების შემდეგი გმირი ქეთევან უტიაშვილია. მასზე არაერთ საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, თავად შეაფასოს წარმოდგენილი ფაქტები.
ამიტომ მტკიცება, თითქოს ნატა ვიბლიანთან შევკავშირდი ან რაიმე სახის ალიანსი შევქმენი, სრული აბსურდია. ჩემი საქმიანობის მიზანი კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების დაცვა კი არა, იმ საკითხების გამოკვლევა და გაშუქებაა, რომლებიც, ჩემი აზრით, საზოგადოებრივ ყურადღებას იმსახურებს.
ჩემი პოზიცია მარტივია: ფაქტები, მასალები და საჯარო ინტერესი და არა უსაფუძვლო ბრალდებები და შეთქმულების ვერსიები,”- წერს ირაკლი ჯანყარაშვილი ტარიელ კაკაბაძის განცხადების საპასუხოდ.
ნატა ვიბლიანის საქმეზე, მისმა ყოფილმა ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ დღეს განაცხადა, რომ დასაცავი პირი მას შემდეგ გახდა აგრესიული, რაც კომუნიკაციაში შევიდა ირაკლი ჯანყარაშვილთან.
მისივე თქმით, ადვოკატების ჩამოცილებაც სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა.







