Home ბლოგი ბელგიის კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი ლუკა ალექსიძე გარდაიცვალა

ბელგიის კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცი ლუკა ალექსიძე გარდაიცვალა

ბელგიის კლინიკაში, ახალგაზრდა მამაკაცი, ლუკა ალექსიძე გარდაიცვალა…

მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.

ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

ლუკა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული იყო. სხვადასხვა დროს, იგი ჯერ წმინდა სამების, შემდეგ კი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის სტიქაროსნად მსახურობდა.

საეკლესიო მოღვაწეობის გარდა, ლუკა აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ საქმიანობაში. იგი წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ხელოვნების სტუდიაში სპეციალისტად მუშაობდა, პარალელურად კი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომელი იყო.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკა გამორჩეული პიროვნება და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მას გონიერი, გულთბილი, მეგობრული და ჰუმანური თვისებების გამო, განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ.