Home ბლოგი ათენში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ნიკა გუგეშაშვილი მეტროსადგურ „სინტაგმასთან“ ცოცხალი ნახეს

ათენში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ნიკა გუგეშაშვილი მეტროსადგურ „სინტაგმასთან“ ცოცხალი ნახეს

ათენში დაკარგული ქართველი ემიგრანტი, ნიკა გუგეშაშვილი, მეტროსადგურ „სინტაგმასთან“ ცოცხალი ნახეს – ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი კუბლაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ნიკა მეტროსთან ნახა, თუმცა ახალგაზრდა აგრესიულად იქცეოდა და ადგილიდან გაიქცა. კუბლაშვილმა მომხდარის შესახებ ბიჭის დედას შეატყობინა.

მანამდე ოჯახის წევრები და ახლობლები ნიკა გუგეშაშვილს 48 საათზე მეტხანს ეძებდნენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ.