კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაო შეაფასეს და რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზეც.
შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა მომავალი წლის პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ







