Home ბლოგი შშმ პირის გაუპატივრებაში ბრალდებული 20 წლის ბიჭი წინასაახალწლო სხდომაზე გაამართლეს

შშმ პირის გაუპატივრებაში ბრალდებული 20 წლის ბიჭი წინასაახალწლო სხდომაზე გაამართლეს

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, დღეს შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა 19 ნოემბერს ჩაინიშნა. პროცესზე მხარეები მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

შემთხვევა 2026 წლის 23 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 25 წლის შშმ პირი გააუპატიურა, რა დროსაც გამოიყენა ძალადობა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობა.

“მთავარი ამბები კახეთიდან“, გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს.

ქალი თბილისიდან კახეთში, მასთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით კი, დედამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი შვილი გააუპატიურეს.

ბრალდებულის მამა ამბობდა, რომ ახალგაზრდა კაციც შშმ პირია, თუმცა შესაბამისი სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული არ აქვს.

დაკავებულს 10 დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომელმაც სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები უნდა დაადგინოს.