დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომის დაფასება და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისება. ღონისძიებას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება.
მთავარი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, თბილისში ჩატარდება.














