Home ბლოგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ასფალტის საფარს აგებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ასფალტის საფარს აგებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, გზის 760 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტის საფარს აგებენ

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ყარაულაშვილი ადგილზე გაეცნენ.