Home ბლოგი „21-ე საუკუნეა და ელემენტარული გზა არ გვაქვს“ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა...

„21-ე საუკუნეა და ელემენტარული გზა არ გვაქვს“ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა გზებისა და წყლის პრობლემებზე ჩივის

„21-ე საუკუნეა და ელემენტარული გზა არ გვაქვს“ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა გზებისა და წყლის პრობლემებზე ჩივის.

სოციალურ ქსელში ნანა ჯავაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ბოდბისხევში დაზიანებული გზის ფოტოა გავრცელებული, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ადგილობრივები წერენ, რომ ბოდბისხევის, ანაგის, ხორნაბუჯის, ტიბაანის, ჯუგაანის, საქობოსა და სხვა სოფლების არაერთ უბანში გზები კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო წვიმის დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი ხდება.

მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ გზები მხოლოდ იმ უბნებში იგება, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათი ახლობლების საცხოვრებლებია.

კიდევ ერთი კომენტარის ავტორი აღნიშნავს, რომ ხორნაბუჯში არც გზაა და არც წყალი.

ტიბაანის მცხოვრებლები კი წერენ, რომ მთელ სოფელში გზა დაიგო, თუმცა ერთი უბანი, სადაც დაახლოებით 50 ოჯახი ცხოვრობს, დღემდე ასფალტის გარეშეა დარჩენილი.

მათი თქმით, დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად მხოლოდ ტრაქტორს ატარებენ, რაც პრობლემას ვერ აგვარებს და ზოგჯერ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

კომენტარებში მოქალაქეები აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნეში არც გზა და არც სასმელი წყალი აღარ უნდა იყოს პრობლემა და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, ყველა უბანს თანაბარი ყურადღება დაუთმონ.