Home ბლოგი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ახლადდაგებული ქვაფენილის დაზიანებაზე საუბრობს და მის აღდგენას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ახლადდაგებული ქვაფენილის დაზიანებაზე საუბრობს და მის აღდგენას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოსახლეობა ახლადდაგებული ქვაფენილის დაზიანებაზე საუბრობს და მის აღდგენას ითხოვს.

სოფელ ხაშმის მაცხოვრებლები ფოტოებს ავრცელებენ და სოფლის რწმუნებულისა და დეპუტატის ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

მათი თქმით, სოფელში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, მილების დაქსელვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, სამუშაოების პარალელურად, ახლადდაგებული ქვაფენილი დაზიანდა.

„კარგია სოფელში წყლის მილებით რომ ხდება დაქსელვა, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ეს ახლადდაგებული ქვაფენილი ასეთ მდგომარეობაშია. იმედია, კომპანია, რომელიც მუშაობს, ასე არ დატოვებს და აღადგენს ამ ადგილებს. ერთი საქმის გაკეთებამ მეორე საქმე არ უნდა გააფუჭოს,“ – აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, თუ დაზიანებული მონაკვეთები არ აღდგება, ძლიერი წვიმისა და ნალექის შემთხვევაში, შესაძლოა ქვაფენილი სრულად განადგურდეს.