Home ბლოგი გადამფრენ ფრინველებთა ნადირობა 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებთა ნადირობა 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს, აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება და 2027 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.

ნადირობის უფლების მისაღებად აუცილებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის, 10 ლარის გადახდა. ანგარიშსწორება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში.

უწყების ცნობით, ნადირობა აკრძალულია კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის:

ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვები იქნება მხოლოდ კანონით განსაზღვრული სანადირო იარაღით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ნადირობის წესები და მოთხოვნები.

ნადირობისთვის დაშვებული ფრინველების სახეობები, ვადები და დღიური ლიმიტები შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულზე: