Home ბლოგი ახმეტის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა და ეზოში დამარხა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ახმეტის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა და ეზოში დამარხა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

ახმეტის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა და ეზოში დამარხა – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.