Home ბლოგი გამოცემამ “მთავარი ამბები კახეთიდან” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები...

გამოცემამ “მთავარი ამბები კახეთიდან” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია

გამოცემამ “მთავარი ამბები კახეთიდან” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია.

მოკლული ძმების მესამე ძმა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, შემთხვევას იხსენებს.

ელმან უსუფოვის მონათხრობით, ის ორ ძმასა და თანასოფლელთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათთან ახლოს მანქანა გაჩერდა და ცეცხლი გახსნეს.

სროლის დროს ის ძირს დაეცა, რის გამოც თავდამსხმელს სავარაუდოდ გარდაცვლილი ეგონა. მან მანქანას შეაფარა თავი და გადარჩენა შეძლო.

მისივე თქმით, თანასოფლელმა ძმებს რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

„- ოთხნი ვიყავით, სამი ძმა და ჩვენი მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ერთი ძმა იქით გაიქცა, მეორე ადგილზე დარჩა. ორივე მოკლა. ჩემს მიმართაც ისროდა, მე წავიქეცი და ამიტომ ვერ მომარტყა. მანქანას მოვეფარე და ასე გადავრჩი. წარმოდგენაც არ მაქვს, რისთვის. ჩვენ მეზობლები ვართ, რამდენი წელია ერთად ვართ აქ. წარსულში არაფერი მომხდარა, კონფლიქტი არ გვქონია. პოლიციამ უკვე გამომკითხა და ვუთხარი ყველაფერი, რაც ვიცოდი“,- აცხადებს ელმან უსუფოვი.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ნათესავები ერთ-ერთ მიზეზად რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავს ასახელებენ.

მათი მონათხრობით, ბრალდებულის ძმამ უსუფოვების დისშვილი გაიტაცა.

ქალი უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან წავიდა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ მკვლელობა სწორედ წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

თანასოფლელი, რომელმაც ძმები მოკლა, შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.