კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე მდინარე თელავისხევის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
კალაპოტის 14 კმ-იანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თელავში, 12 ივლისის სტიქიის დროს, მდინარე თელავისხევის კალაპოტი ნატანი მასალისგან ჩაიხერგა, კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დატბორა.
მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობაც მიმდინარეობს.














