ბლოგიდღის ამბებიილტოსპირელისაზოგადოება

ბადია

ეს ძმობილი, იმდღეს რო აქ თავისი კოხტა-ხონჩაობით თავს გაწონებდათ, იმის ძმაა.
ერთი დედ-მამის – ცაცხვის ხის ქერქის – შვილები არიან.


ესეც ისევე დაიბადა, როგორც ამისი ძმა – შუაზე ვერტიკალურად ჩაჭრილი ცილინდრისა და ლაფნის მუშისაგან.
ძმებია და, რაღა თქმა უნდა, რომ ერთიმეორესაცა ჰგვანან: ბადია ძმასავით სიმპათიური და პრაქტიკულია.
ოღონდ განმასხვავებელი ნიშნებიცა აქვთ: ეს, ხონჩასთან შედარებით, ცოტა უფრო მოკლე, განიერი და მაღალია, მეტად ოვალურიცაა და ფართობიც გაცილებით ბევრი აქვს.
რაც მთავარია, ესეც მრავალფუნქციურია და, სილამაზესთან ერთად, ბევრი სხვა დანიშნულებითაც გამოიყენება სახლში.
აბა, რას იტყვი, მხილველო?

 

 

 

 

 


მიხეილ ღანიშაშვილი, ილტოსპირელი  —

ქართველი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close