Home ბლოგი „ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ახმეტაში- ბაინდურაშვილი

„ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ახმეტაში- ბაინდურაშვილი

24 /06/ 2021

ბატონო გიორგი  არჩევნები ფაქტობრივად გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს.

„ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ახმეტაში . ერთი რამ ვიცი, რომ „ოცნება“ არ მოერიდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, უფრო მეტიც, ის ახლა არაფერს არ მოერიდება, რადგან კარგად ხვდება რა შეიძლება დაკარგოს.

რა შანსი აქვს ოპოზიციას ამ ოლქის მოსაგებად? 

ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აქვს შანსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახმეტელების იმ ნაწილმა, რომლებიც ამ ოლქში ცხოვრობენ, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გვინდა თუ არა ახმეტაში  ერთპარტიული მმართველობა, აჯობებდა თუ არა  კოალიციური მმართველობა. ეს არის უმთავრესი კითხვა.

შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, ამის გააზრებით უნდა გააკეთოს ყველა ამომრჩეველმა არჩევანი. ყველამ, ვინც აქამდე არჩევანი ვერ გააკეთა, ვერ ჩამოყალიბდა, ვინც ორჭოფობდა.

სამწუხაროდ, მე არ გამოვრიცხავ „ოცნების“ მხრიდან ისეთი მიუღებელი, უკანონო მეთოდების გამოყენებას, რაც შესაძლოა მას არც კი გამოუყენებია აქამდე. სწორედ იმიტომ, რომ ახმეტის  საკრებულოს დაკარგვა „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მწარე ახალი რეალობა იქნება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ – კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება და ოპოზიციონერები ვიყოთ უიმედოდ. პირიქით, უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი – მონდომებით, მტკიცე ძალისხმევით, შესაძლებელია ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და იმის ჩვენება, რომ „ოცნების“ დემონტაჟი შესაძლებელია დაიწყოს რეგიონებიდან.

პირდაპირ გეტყვით – უნდა ველოდოთ ყველაფერს. „ოცნება“ იკადრებს უკადრებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავყაროთ ფარ-ხმალი.

უნდა შევძლოთ და ამ წარმოუდგენელი წნეხის, უსამართლობის, ადმინისტრაციული და ფულადი რესურსის უპრეცედენტო გამოყენების ფონზე, მაინც შევძლოთ გამარჯვება. ამ გამარჯვებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ახმეტის მომავალი. აი, ეს დევს სასწორზე. შესაბამისად, ამის გაცნობიერებით და ამ პასუხისმგებლობით ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია ყველა პროგრესული ძალის გაერთიანება.

დარწმუნებული ვარ, ადამიანები არ შეშინდებიან და არ დაუთმობენ „ოცნებას“, ანუ არ დაუთმობენ კორუფციის შემდგომ აყვავებას ახმეტაში, არ დაუთმობენ ვიწრო პარტიული ინტერესების გამარჯვებას ჩვენს ქალაქში. იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე, ვფიქრობ, ვისთვისაც სულ ერთი არ არის მომავალი, გადავდებთ ყველაფერს გვერდზე და შევძლებთ უპრეცედენტო მობილიზებას ამ გამარჯვების მისაღწევად.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის – ამ საკითხზე მთავარი ამბები კახეთიდან ახმეტის ენმ -ს წევრს გიორგი ბაინდურაშვილს  ესაუბრა.