რჩევები

როგორ შევუნარჩუნოთ მოსწავლეს მხედველობა სწავლის პერიოდში

როგორ შევუნარჩუნოთ მოსწავლეს მხედველობა სწავლის პერიოდში

მოსწავლეების მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეგულარულად ჰაერზე სეირნობა და დღის რეჟიმის დაცვა.სასწავლო წლის განმავლობაში სასკოლო ასაკის ბავშვების მხედველობაზე დატვირთვა იზრდება. მის შესამცირებლად ბავშვი გაკვეთილებს შორის შესვენებებისას ისეთი აქტიური თამასებით უნდა თამაშობდეს, რომელიც სწრაფ რეაქციას და ფოკუსის შეცვლას მოითხოვს. ამვგვარი თამაშის საუკეთესო ვარიანტად მაგიდის ჩოგბურთი ითვლება.

აუცილებელია გაჯეტებით სარგებლობის დროის შემცირება. გაჯეტები უნდა გამოვიყენოთ სწავლის პროცესში, ხოლო გაკვეთილებს შორის შესვენებებისას სჯობს მათი გამოყენებისაგან თავი შევიკვოთ. ამას გარდა გაჯეტებმა არ უნდა შეცვალოს ბავშვების სოციალიზაციის ტრადიციული საშუალებები.

ბავშვმა დღეში არა ნაკლებ ორი საათი ჰაერზე უნდა ისეირნოს ბუნებრივი განათების პირობებში და გააკეთოს თვალის ვარჯიშები.

ასევე მნიშვნელოვანია კითხვის რეკომენდაციების დაცვა. ფიზიოლოგიურად ითვლება ბავშვებისთვის 30-35სმ დისტანცია თვალსა და წიგნს შორის, ხოლო დიდებისთვის 40-45 სმ. წიგნი ან გაჯეტი უნდა იყოს მხედველობის ხაზის პერპენდიკულარულად.

თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვა. ბავშვს უნდა ეძინოს 7-8 საათი და დასაძინებლად უნდა დაწვეს საღამოს 10 საათამდე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close