გურჯაანირეგიონი

„აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო შეხვედრა გურჯაანში

გურჯაანის ტექნოპარკში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტმა სალომე იანვარაშვილმა ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრაზე სალომე იანვარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას „აწარმოე საქართველოში“ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საკონსულტაციო ცენტრი კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებულ მეწარმეებს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებისა და ბიზნეს უნარების გაუმჯობესების სერვისებს შესთავაზებს. ბიზნეს კონსულტანტის განცხადებით, საკონსულტაციო ცენტრში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება , მიიღოს საინფორმაციო მომსახურება არა მხოლოდ სააგენტოს, არამედ ქვეყანაში არსებულ სამთავრობო და არასამთავრობო პროექტების შესახებ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close