რჩევები

როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ნიტრატები ხილს და ბოსტნეულს

როგორ მივხვდეთ, აქვს თუ არა ნიტრატები ხილს და ბოსტნეულს

ყველა ბოსტნეულს და ხილს, გამონაკლისის გარეშე, აქვს ერთი თვისება: ისინი განსაკუთრებით მადისაღმძვრელად გამოიყურებიან ბაზრებზე პირველი გამოჩენის დროს. მაგრამ ორი რამ დასაფიქრებელია – ფასი და ნიტრატები. სპეციალური ხელსაწყოების გარეშე ნიტრატების შემცველობის გაზომვა წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდები, რომელთა ცოდნითაც, დაახლოებით შევძლებთ ნიტრატებიანი პროდუქტების ამოცნობას თვალით.

საფეხურები:

ზომა მნიშვნელოვანია. მოერიდეთ დიდი ზომის ბოსტნეულს და ხილს. “დახმარების” გარეშე შთამბეჭდავ ზომებამდე იშვიათად იზრდება. შეარჩიეთ საშუალო ზომის პროდუქტები.

სუნი. თქვენ უნდა მოერიდოთ როგორც მძაფრ სურნელოვან ბოსტნეულს, ასევე ისეთს, რომელსაც სუნი საერთოდ არ აქვს. ბუნება მოკრძალებულია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აჯილდოებს თავის ხილს არომატით.

დააკვირდით ფერს.

კიტრი. კაშკაშა მწვანე ფერის კიტრი, როგორც აპრილის ბალახი, სავარაუდოდ ნიტრატებზეა მოყვანილი. კიტრი უნდა იყოს საშუალო მწვანე ფერის.

სტაფილოს მშობლიური ფერი არის ნარინჯისფერი და არა წითელი. მომწვანო და ყვითელი ლაქების გარეშე.

კარგ კარტოფილს აქვს თეთრი და არა ყვითელი რბლობი. მართალია, არის გამონაკლისები. ზოგიერთ ჯიშს აქვს მოყვითალო ფერი სრულიად ლეგალური მიზეზების გამო.

ნიტრატებზე მოყვანილ გოგრას ზედაპირზე არათანაბარი ტალღოვანი ზოლები აქვს.

„მავნე“ ჭარხალს დაგრეხილი ფესვი აქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close