დღის ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია

თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის და ფრაქცია „ქართული ოცნების“  წევრი- რუსული კანონის წინააღმდეგია.

როგორც ლევან ბერძენაშვილმა, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, თუ “რუსული კანონის” გაწვევა არ მოხდება, ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას” და თანამდებობას დატოვებს, მისი თქმით-  “უცხოური გავლენის, გამჭირვალობის შესახებ” კანონონპროექტი- ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას  საფრთხეს უქმნის.

,, მე როგორც იურისტი, როგორც ორი შვილის მამა, როგორც თელავის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და როგორც თქვენი შვილების დამცველი, ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას.

თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს რომ არ მივიღოთ ეს კანონი, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გვეუბნებიან, რომ დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს რაც ევროპას უკავშირდება. ამიტომ მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან. თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია ,,ქართულ ოცნებას”, ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას” და თანამდებობას. გთხოვთ ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ კონსტიტუციის წინააღმდეგ და ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას. კიდევ არის შანსი და გთხოვთ ეს კანონი უკან გაიწვიოთ”,- განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ლევან ბერძენაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close