ეკონომიკა

თითქმის 7%-იანი ზრდა ერთ წელიწადში – საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 620 ათასს აჭარბებს

თითქმის 7%-იანი ზრდა ერთ წელიწადში - საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 620 ათასს აჭარბებს

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივლისში საარსებო შემწეობას 664 278 ადამიანი იღებდა, ეს კი 42 012-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ივლისში სახელმწიფოს დახმარების იმედად 622 266 ადამიანი იყო.

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 73 443-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2021 წლის ივლისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 059 442 ადამიანი, 2022 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 1 132 885 -მდე გაიზარდა. აქ მატება 6,9%-ია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close