Home ბლოგი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან...

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ თურქმენეთის, პაკისტანის, თურქეთის, კუბის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, იორდანიის, ნიგერიის, ტაილანდის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეთიოპიის, ერაყის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3500-ზე მეტი პირი.