Home ბლოგი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 35 წლის ქართველი მიშა ზაალიშვილი გარდაიცვალა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 35 წლის ქართველი მიშა ზაალიშვილი გარდაიცვალა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 35 წლის ქართველი, მიშა ზაალიშვილი გარდაიცვალა.

მამაკაცი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან იყო.

ახლობლების ინფორმაციით, ის ყაზახეთში მამასთან ერთად წლების განმავლობაში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. ოჯახს კი მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და არ გამორიცხავს, რომ ფაქტი სხვა გარემოებებსაც უკავშირდებოდეს.

35 წლის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა და სამართალდამცავები დაადგენენ.

მიშა ზაალიშვილის ცხედარი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელ კისისხევში.

მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.